ახალი ამბები მსოფლიო

პოროშენკოს პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში – რას პასუხობს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პუტინის შეთავაზებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა.

მისივე თქმით, პოროშენკო ამ საკითხს ირონიულად მიუდგა.

“როდესაც პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო, მე მას ვუთხარი, რომ სირთულეების შემთხვევაში რუსეთი მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემდა. მაშინ პოროშენკო ამ საკითხს ირონიულად მიუდგა, თუმცა, ახლა მსურს შემი წინადადება დავადასტურო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს დონბასში კომფლიქტის გამო, რუსეთი მზადაა ისეთებს, როგორიც პოროშენკოა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის ამ შეთავაზებას, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინაში, როგორმე მის გარეშე გაერკვევიან როგორ უნდა მოიქცნენ.

ამასთან პოროშენკომ აღნიშნა, რომ ვლადიმერ ზელენსკი პროევროპული ოპოზიციის დევნით პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას ცდილობს.

“ქვეყანაში პროევროპული ოპოზიციის დევნით ვლადიმერ ზელენსკის სურს, პუტინს საჩუქარი გაუკეთოს. ეს თვითონ პუტინმა დაადასტურა.

ზელენსკის ვურჩევ შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყანას მიხედოს. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ძალისმხევა პოროშენკოს ნაცვლად რუსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართოს.

საბოლოოდ გააცნობიერეთ, (მიმართავს პუტინს) უკრაინაში, ჩვენ თვითონ გავერკვევით და რუსეთის პოლიტიკა, “იზრუნოს უკრაინასა და უკრაინელ პოლიტიკოსებზე” , დიდი ხანია დასრულდა”, – აცხადებს პოროშენკო.

იტვირთბა....