ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ხაბეიშვილი: გადასახადების გაძვირების უკან სამი პიროვნება დგას, დანარჩენი მხოლოდ ფორმალობაა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის გაზის და დენის ტარიფების გაძვირების უკან სამი პიროვნება: ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და კახა კალაძე დგანან.

მისივე თქმით, სანამ ღარიბაშვილი და ნარმანია საკუთარ მეუღლეებს მიწას უფორმებდნენ, მანამ მოქალაქეებს გაორმაგებული გადასახადები მიუვიდათ.

“სანამ ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წელს ცოლს ტყეს უფორმებდა და მხოლოდ ამით იყო დაკავებული. სანამ ტარიფების გაზრდას აწერდა ხელს ნარმანია, მის მეუღლეს საბადურის ტყეში ათობი ჰექტარს უფორმებდა სახელმწიფო. სანამ ეს ყველაფერი ფორმდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს ფაქტობრივად გაორმაგებული გადასახადები მიუვიდა. სანამ არ ვიბრძოლეთ, მანამდე სემეკმა კეთილი არ ინება და გამოძიება არ დაიწყო. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ორმაგი გადასახადები მიუვიდათ ეს თანხა უკან ქვითრებზე დაუბრუნდეთ. რაც ამოიღეს ჯიბეებიდან დაუბრუნდეთ უკან.

ამ მცირე დროში 4-6 მილიონის მოპარვაზეა საუბარი. ჩვენი მოთხოვნაა ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათელა თურნავა. ის ფორმალურად ამ პოლიტიკის გამტარებელია, თორემ ისე, ამ ყველაფრის უკან, ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და კახა კალაძე დგანან. გაზის და დენის ტარიფების გაზრდა პირდაპირ მათთანაა კავშირში. მოვუწოდებ მოქალაქეებს იბრძოლონ ცვლილებებისთვის და მოიტანონ ქვითრები ან სემეკში, ან ნაციონალურ მოძრაობაში”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თელასსა და თელმიკოში მონიტორინგი სემეკმა გუშინ დაიწყო.

როგორც სემეკის დირექტორი, დავით ნარმანია აცხადებს მასობრივი დარღვევების შემთხვევაში ორივე კომპანია დაჯარიმდება.

იტვირთბა....