ახალი ამბები მსოფლიო

მოგწონს, თუ არ მოგწონს, აიტანე, ჩემო ლამაზო – პუტინი ზელენსკის

მოგწონს თუ არ მოგწონს, აიტანე ჩემო ლამაზო, – რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენკის მინსკის შეთანხმების დაწუნებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა.

ამასთან, პუტინმა უკრაინულ მხარეს მინსკის შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივები ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მინსკის შეთანხმებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს.

„ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებიდან არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. მოგწონს თუ არ მოგწონს, მოითმინე ჩემო ლამაზო. აუცილებელია მისი შესრულება, სხვაგვარად არ გამოვა“, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმების  უარყოფას ცდილობს, რაც ავტომატურად დონბასთან და ლუგანსკთან მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავს.

ცნობისთვის, 7 თებერვალს, კრემლში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

იტვირთბა....