ახალი ამბები პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – კომიტეტის გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხაზარაძის შეფასებით, კომიტეტის გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

“დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით, ბრძოლა გრძელდება”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

 

იტვირთბა....