კულტურა მთავარი საზოგადოება

“უსაშინლესი ოპერა აბესალომ და ეთერი. კარგი ქართული ოპერა არც არსებობს”

“რუსთავი” 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:

„ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა “აბესალომ და ეთერი”. თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე.“ – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის გახსნაზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული პირები შეძლებენ. თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის განმარტებით, ოპერის დარბაზში 1065 ადამიანი ეტევა. ამის გამო, მოსაწვევებთან ერთად ბილეთებს ვეღარ გაყიდიან.

 

იტვირთბა....