ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პროკურორის მკვლელობა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია”

 

ფაქტი, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩამოშლილია, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

“მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები ფიქრობენ, როგორ გადაინაწილონ თანამდებობები, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როცა საახალწლო მიღების შემდეგ ნეტარი სახით აკეთებენ კომენტარებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, სამწუხაროდ, ყოველდღიურობა განსხვავებულია და ის სახიფათო ხდება. საზოგადოება ყოველდღიურად ძალიან მძიმე დანაშაულების მოწმე ხდება. ფაქტი, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩამოშლილია და სერიოზულ ზიანს აყენებს მოქალაქეეების უსაფრთხოებას. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან 2016 წელს მათი წასვლაა”. – აცხადებს დეპუტატი.

აკაკი მინაშვილმა 2016 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების მოკლე სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში 3 ყაჩაღობა, 4 მკვლელობა, 2 მკვლელობის მცდელობა, 2 ქურდობა და ერთი დაცხრილვა მოხდა.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორი ვახტანგ ქირია რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე განზრახმკვლელობის მუხლით არის აღძრული.

 

იტვირთბა....