ახალი ამბები პოლიტიკა

ჩარკვიანი: ოპოზიცია დღეს არ გრგვინავს…გეტყვით როდის გაერთიანდება

[su_quote]ამბობენ ხოლმე, რომ ოპოზიცია არ უნდა გავაკრიტიკოთ, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ოპოზიცია არ გრგვინავს ქუჩაში. მე არ ვამბობ, რომ ამაში მხოლოდ დამნაშავე გაერთიანებაა, მაგრამ დიდი წვლილი ნამდვილად აქვს. იცით, როდის გაერთიანდება, ოპოზიცია მე გეტყვით..აი ოპოზიციას რომ ეტყვის ქუჩიდან ხალხი დაიკარგეთ აქედან არაფერში აღარ გვჭირდებითო, აი მერე მიხვდება ოპოზიცია, რომ უნდა გაერთიანდეს, მანამდე ვერა. მე არ ვგულისხმობ, რომ ერთი პარტია უნდა იყოს, მაგრამ ერთობა უნდა იყოს. რეზოლუციის ამბები, რომ იყო და ვერ იღებდნენ, აი ამდროს რატომ არ უნდა იყოს გარეთ ხალხი, არ მითხრათ ეხლა, რომ 5 000 კაცის მოკრება არ შეუძლია ოპოზიციას. როდესაც ოკუპირებული ქვეყნის რეზოლუციაში რუსეთი როგორც აგრესორი არ წერია, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ შენ მას არც ოკუპანტად არ აღიარებ. რუსეთის ხსენებისაც კი ეშინიათ[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....