ახალი ამბები პოლიტიკა

რუსეთის ხსენებისთვის გადახდილი ხარკი – ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

რუსეთის ხსენებისთვის გადახდილი ხარკი, – ასე ეხმაურება “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი საუბრისას ორივე მხარის პასუხისმგებლობას ახსენებდა, რაც არცისე სასიხარულოა და მისთვის ბოლომდე მეგობრობას არ ნიშნავს.

“გასაგებია, გვიხარია, რომ რუსეთი ახსენა, იმიტომ, რომ მანამდე სამარცხვინო რეზოლუცია აქვს მიღებული პარლამენტს. თავისთავად სამარცხვინოა, რომ აგრესორი ქვეყნის ხსენება გვიხარია, მაგრამ იქვე ძალიან კარგად დააბალანსა სალომე ზურაბიშვილმა ორივე მხარეზე საუბრით.

ვისაც ოდნავ მაინც ჰქონია შეხება ასეთ პროცესებთან, მაგალითად, 2008 წელს იმის გამო, რომ სამზარეულოსთან ახლოს ვიყავი, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან, ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბარს ვისმენდი, ეს მე მეგობრობად არ მიმაჩნდა და საქართველოს არცერთ ხელისუფალს ეს მეგობრობად არ მიაჩნდა. ზუსტად ასე იქნება უკრაინის საკითხიც. რაზე უნდა მოილაპარაკოს უკრაინამ? რას ნიშნავს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა? უკრაინა მოლაპარაკებისთვის მზადაა იმიტომ, რომ რუსეთია აგრესორი და ომი არ უნდა. თავისთავად, ეს აქცენტი იყო ერთგვარი ბალანსი და რუსეთის ხსენებისთვის გადახდილი ხარკი”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შესახებ ისაუბრა და რუსეთის მხრიდან წამოსული აგრესია საჯაროდ დაგმო.

იტვირთბა....