“ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა პირდაპირ ეთერში ელექტროენერგიის ქვითრები დახია.
მისი თქმით, “თელმიკო” აბონენტებს ძარცვავს.
“თელმიკო ძარცვავს თითოეულ ჩვენგანს, რომელიც ალბათ კალაძის კორუფციული მონაწილეობით არის. ეს არ არის ქვითარი, ეს არის ტუალეტის ქაღალდი. ასე გადახიეთ და დავიწყოთ იმით, რომ ყველამ საჩივარი შევიტანოთ და თუ არ უშველის, ისევ და ისევ, ჯერ ადრესატია ჯერ კალაძე და შემდეგ ივანიშვილი”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა “TV პირველის” პირდაპირ ეთერში.