ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტთან დაკავშირებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა

ამერიკელი მსახიობი და წამყვანი ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტის შესახებ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო სამაუწყებლო კომპანიამ ABC თოქ-შოუს The View ორი კვირით ჩამოაშორა. საქმე ეხება მის ნათქვამს, რომ ჰოლოკოსტი რასობრივ ნიადაგზე არ მომხდარა.

“მოდით, ვიყოთ გულწრფელები – ჰოლოკოსტს რასასთან კავშირი არ აქვს. ეს ასე არ არის. ჰოლოკოსტი ადამიანების მხრიდან სხვა ადამიანების მისამართით გამოჩენილი არაჰუმანურობაა. ორივე მხარეს თეთრკანიანი ადამიანების ჯგუფები დგანან. მოდით ვისაუბროთ, რა არის ეს რეალურად. ეს ცხადყობს, თუ როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს. ამაშია პრობლემა. არ აქვს მნიშვნელობა, შავკანიანი ხარ თუ თეთრკანიანი. ყველა ჭამს ერთმანეთს”, – თქვა ვუპი გოლდბერგმა.

ამასთან დაკავშირებით “ეიბისიმ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსახიობმა ბოდიში მოიხადა, თუმცა, მას პაუზის აღება სთხოვეს იმისთვის, რომ საკუთარ სიტყვებზე დაფიქრდეს.

“ვუპი გოლდბერგი, მისი არასწორი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, დაუყოვნებლივ, ორი კვირით ჩამოვაშორებთ დაკავებულ პოზიციას. მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ ვთხოვეთ, ეს დრო იმისთვის გამოიყენოს, რომ დაფიქრდეს და გაიაზროს, თუ რა გავლენა აქვს მის კომენტარებს”, – ნათქვამია “ეიბისი ნიუსის” განცხადებაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ ექვს მილიონზე მეტი ადამიანი იქნა დახოცილი. მათი უდიდესი ნაწილი ებრაელები იყვნენ.

იტვირთბა....