ახალი ამბები მსოფლიო

BBC: გერმანიაში ორი პოლიციელი მოკლეს

დასავლეთ გერმანიაში ორი პოლიციელი მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერეს, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან, გარდაცვლილი პოლიციელები 29 წლის კაცი და 24 წლის ქალი პოლიციის აკადემიის სტუდენტები იყვნენ.

სამართალდამცავი უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს არ გაუჩერონ მანქანა უცხო პირებს, რადგან ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 

იტვირთბა....