ახალი ამბები კორონავირუსი

გამყრელიძე: აღმოჩნდა, რომ სინოფარმის ბუსტერი, ომიკრონის მიმართ დიდი ოდენობით მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გამოიმუშავებს

[su_quote]ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით, შემთხვევების 90-95% უკვე ომიკრონზე მოდის, ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან, როგორც ჩანს, ომიკრონი დელტასთან მიმართებაში შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამძიმების თეორია ომიკრონსაც აქვს და როცა ამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს, შესაძლოა,  იყოს ზეწოლა, ასევე, ჰოსპიტალურ სექტორზე და გვქონდეს შემთხვევების ზრდა.
ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გავითავისოთ, ვაქცინაცია, განსაკუთრებით მესამე -ბუსტერული დოზა იცავს სერიოზულად ომიკრონით ინფიცირებისგან და რაც მთავარია, ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებებისგან, რომ ავადმყოფი არ მოხვდეს ინტენსიურში და რეანიმაციაში.
„სინოფარმის“ „ბუსტერი“, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუციელებელია“
მესამე დოზა, ბუსტერიზაცია დღეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე. სასურველია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველამ გაიკეთოს ბუსტერი, ამით ჩვენ ამ ომიკრონის ტალღას გაცილებით მსუბუქად გადავიტანთ.[/su_quote]

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნულის შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....