ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პესკოვი: აშშ-ს პასუხები დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერის, დიმირი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ს პასუხი დიდი ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლება, თუმცა, მისი თქმით, რაიმე კონკრეტული შეფასებების გაკეთება ნაადრევია.

“ოფიციალური ვაშინგრონის პასუხები არც ისე დიდი ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა. თავისთავად, რეაქციას არავინ დააყოვნებს, მაგრამ მეორე დღესვე პასუხის მოლოდინი, ალბათ, სისულელე იქნებოდა. მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი დოკუმენტების შესასწავლად შეერთებულ შტატებს და მთელ ევროპას ერთი თვე დასჭირდა, უფრო მეტიც. ამიტომ, მოდით, ჩვენს რეაქციას იმწუთასვე ნუ დაელოდებით”, – აცხადებს პესკოვი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პუტინი კონსულტაციებს გადის, მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რუსეთმა აშშ-სგან წერილობითი პასუხი მიიღო მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნაზე, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

 

 

იტვირთბა....