ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი გვირჩევს: „ყოველდღე აპკურეთ სახლში ნაკურთხი წყალი…“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა:

“დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რამდენად რთულია ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს სირთულე. სირთულე შეიძლება იყოს მრავალი სახის. როდესაც ადამიანი ვერ ხედავს თავის თავს, როცა ადამიანი მიიჩნევს, რომ უარყოფითი მოქმედებანი, რომელსაც ის აკეთებს ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით აწუხებს კაცობრიობას ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა. ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის, ეს არის ბრძოლა ბოროტთან. ამიტომ ყოველ დღე უნდა აპკუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლს, ეზოს, აკმიოთ საკმეველი, რათა ბოროტი ძალა თქვენს სახლში არ შემოვიდეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

 

იტვირთბა....