რეჟისორი რობერტ სტურუა ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
“ა ი რ ე ვ ი ი ვ ე რ ი ა” (გ.ტ.)
უცნაური თვისება შემოუჩდა იბერიელს – ქარის მიმართულების გამო, საოცარი ყნოსვის შედეგათ და ჯიბის პრობლემების გამო სულ იოლად იცვლის ეროვნებას:
ხან უკრაინელია,
ხან ამერიკელი,
ხან ევროპელიც (ფრანგი, გერმანელი, თურქი და ა.შ.)
სამხრეთ მეზობლების წარმომავლობას იჩემებს ზოგჯერ,
ან ოსტატურად დიდი ჩრდილოეთის მეზობლის გვარსაც მოირგებს ხოლმე.
ამასთან ერთად, რაც სხვა ერებს მაინცდამაინც არ ახასიათებთ, საქვეყნოთ საკუთარ ხალხს სიმდაბლეს და ათასგვარ უმსგავსოებას აბრალებს, დასცინის და აბუჩად იგდებს. ვიღაც უკვე უკრაინელი ჭკუას გვასწავლის, რუსების მაგიდას თუ მიუჯექი – მოღალატე ხარო, თითქოს ბილაინი და ვითიბი მე და თქვენ შემოუშვით და წილებში ვუზივართ.
ო, როგორ გაგვითახსირეს ამ ასპიდის წიწილებმა სული და ზნეობა. გარეთ მყოფნი და აქ ჩარჩენილნი კი ვითომ პატრიოტები ერთზე ოცნებობენ:
მალე, სულ მალე “აირევი ივერია”და ჩვენი ზეიმი და შურისძიება მერე იხილეთო.
P.S.
ხვალ ნათლიღებაა, მაგრამ მგონი ერთმა იბერიელმა ფილოსოფოსმა:
“სანამ ჩვენ მიერ შემოშვებილ აგრესორს არ გავდევნით, არც შობა, არც ნათლიღება, არც აღდგომა არ ვიზეიმოთო.” – ამინ.“ -წერს რობერტ სტურუა.