ფრაქცია “ქართული ოცნები” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა მიმდინაროებს, რომელზეც უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის მომეტებული საფრთხის ფონზე, ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდა.
შეგახსენებთ, რუსეთს უკრაინის საზღვართან ე.წ. სამხედრო წვრთნების მოტივით, ჯარისკაცები და საბრძოლო ტექტიკა ჰყავს განლაგებული, რასაც აშშ-სა და ნატო-ს მხრიდან გარკვეული რეაგირება უკვე მოჰყვა. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოები აღმოსავლეთ ევროპაში კონტინგენტის გაზრდას იწყებენ.