ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

დეგნანი: ამერიკელებს და ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საერთო – თავისუფლების, ოჯახის, რწმენის სიყვარული

[su_quote]”ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, ნაწილობრივ, იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს საერთო – თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვებისთვის წარმატების მიღწევაში ხელშეწყობის სიყვარული ისევე, როგორც მრავალფეროვნების დაფასების და პატივისცემის უნარი.

როდესაც საქართველოს გარშემო ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოვრიათ ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამიდან რომელიმეს საშაულებით. გულშიჩამწვდომია მათი ისტორიების მოსმენა ამერიკაში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. ბევრი მათგანი დღემდე ინარჩუნებს კავშირს იქაურ მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი აღნიშნავს, რომ ეს გამოცდილება მათ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო”.[/su_quote]

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაშია, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

იტვირთბა....