საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გუბაზ სანიკის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბოლო ხავსია, რასაც ის ეჭიდება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ ქადაგიშვილმა დეპუტატ გუბაზ სანიკიძის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლითაც სანიკიძემ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, თუმცა, მათი გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.
“ბოლო ორწლიანი პოლიტიკა რაც აწარმოეს, ალბათ, ობიექტურობასთან ახლოს არის. მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ალბათ არის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება“, – აცხადებს ქადაგიშვილი.