ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევათ

საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება ამბობს, რომ რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევათ. ამის შესახებ ელჩმა “Главком”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ასეთივე პროცედურა ახლა სხვა პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია, იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა სახელმწიფოს წინაშე არსებული დამსახურების გამო ენიჭება. მას შემდეგ რაც უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად გვაცნობა, რომ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქება მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ახლა იგივე პროცედურა მიმდინარეობს სხვა პირებთან მიმართებაში” -აცხადებს უკლება.

იტვირთბა....