aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ვემიჯნებით საზღვაო ძალების უფროსის განცხადებას საქართველოზე – გერმანიის მთავრობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვემიჯნებით გერმანიის საზღვაო ძალების უფროსის ვიცეადმირალ კაია-ახიმ შენბახის განცხადებას უკრაინასა და საქართველოზე, – გერმანიის მთავრობის ამ განცხადებაზე ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, გერმანიის საზღვაო ძალების ვიცეადმირალმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბოდიში მოიხადა მისი სიტყვების გამო და აღნიშნა, რომ განცხადებები მისი პირადი აზრია და კავშირი არ აქვს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან.

ცნობისთვის, ადმირალმა განაცხადა შემდეგი: “უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, რადგან ის ოკუპირებულია დონბასის რეგიონში რუსული არმიის, ან რასაც ისინი უწოდებენ, სეპარატისტების მიერ. საქართველო მზად არის გახდეს NATO-ს წევრი, ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია გყავდეს თუ არა ისინი წევრად? არა, არ არის”.

 

იტვირთბა....