aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

წულუკიანი: არა მხოლოდ კალანდაძის 2 ლექსი, დარიანს მიაკუთვნეს ასევე, რობაქიძის, ანა ახმატოვას და ლესია უკრაინკას ლექსებიც

ჩვენ, სამინისტრო აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ ეს თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, სადაც არის არა მხოლოდ 2 ლექსი ანა კალანდაძისა მიკუთვნებული დარიანისადმი, არამედ 3 ლექსი, თუ უფრო მეტი ანა კალანდაძისა, რომელიც განზრახ თუ უნებლიედ მოპარეს ანა კალანდაძეს და მიაკუთვნეს ელენე დარიანს, ასევე, გრიგოლ რობაქიძის ლექსი, ანა ახმატოვას, ლესია უკრაინკას ლექსები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ ტიპის ხარვეზი ან შეცდომა, რომელსაც შეიძლება, რომ უბრალოდ ე.წ. სტიკერი დავაკრათ, რაზეც მე თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო მისაღები, მაგრამ არც ამას დავმალავ, რომ ვერ დავიჯერე, რომ ამგვარი შეცდომების კასკადი ერთ წიგნში შეიძლება ყოფილიყო, მით უმეტეს, ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. მაგრამ რეალობა ჯიუტია, ფაქტი ჯიუტია, ვერსად გავექეცით. ამიტომ ჩაითვალა, რომ კულტურის სამინისტროს და სახელმწიფოს სახელი ვერ ექნებოდა ამ წიგნს, შესაბამისად, ეს ტირაჟი დააბრუნა დონორთან შესაბამისმა ორგანიზაციამ და მოითხოვა თანხის დამატება, რაც არ უნდა უცნაური იყოს. მერე რა მოხდა მიდგომა იქონია ბატონმა ბაქრაძემ და თქვა, რომ იპარება ასეთი შეცდომები, რა ვქნათ, მოდი, დაგვიმატეთ თანხა და ჩვენ გამოვცემთ ახალ წიგნსო
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

იტვირთბა....