ახალი ამბები პოლიტიკა

სუბარი: გახარიას პარტია სააკაშვილის ინტერესების გამტარებელია

[su_quote]ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დე-ფაქტო კოალიცია ჰქონდა შექმნილი. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა ის ფაქტი, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთად მოქმედებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ აქამდეც კარგად ვხედავდით, როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერობის პოსტიდან გადადგომით და შემდეგ მისი პარტიის ქმედებებით “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციულ დღის წესრიგს. საკრებულოებში მათმა კოალიციურმა მოქმედებამ ისინი საბოლოოდ გამოაშკარავა ერთიან წარმონაქმნად. დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ გახარიას პარტია, სააკაშვილის ინტერესების გამტარებელია. გახარიას პარტია ძალიან ცდილობდა ნაცმოძრაობასთან ალიანსის შენიღბვას, თუმცა ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....