ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

კობახიძე: ლაშქარავას იუნესკოს მოკლული ჟურნალისტების სიაში მოხვედრა კლასიკური Fake News-ის შემთხვევაა

[su_quote]სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (იუნესკოს) ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის Fake News-ები და წყარო ვინ არის, თავადაც კარგად მოგეხსენება[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, თარიღად ორგანიზაციამ 2021 წლის 5 ივლისი მიუთითა.

სწორედ ამ დღეს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშქარავაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც  ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა.

იტვირთბა....