ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაკლებად რეალისტურია საპატიმროში სააკაშვილის ფსიქოთერაპიურლი მკურნალობა და ფიზიკური რეაბილიტაცია”, – სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამდიცინო კონსილიუმის წევრის, თენგო წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში მკურნალობისას, ისევე, როგორც შემდგომ პერიოდში, რეაბილიტაციის კურსი პრაქტიკულად არ ჩატარებია და მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფება.

“რეაბილიტაციის კურსი პრაქტიკულად არ ჩატარებულა არც გორის ჰოსპიტალში და არც შემდეგ, მაგრამ მიზანი, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო გადარჩენილი, ეს გორის ჰოსპიტალმა შეასრულა, მე ვფიქრობ, მას მეტი როლი არ ჰქონდა”, – აცხადებს წულაძე.

მისი თქმით, პაციენტს ესაჭიროება ფსიქიკური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომლის გაწევაც საპატიმროში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა არა შეუძლებელი.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებოდ, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ის არ გაუმჯობესებულა 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ – გამოხატულია მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. ჩვენი დასკვნით, გარდა მედიკამენტებისა, მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქიკური და ფიზიკური რეაბილიტაცია. თვითონ სასჯელაღსრულებს დაწესებულებამ გამოიწვია ის მდგომარეობა, რაც სახეზეა, ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ნაკლებად რეალისტურია პატიმრობის პირობებში ამის მკურნალობა, თუმცა, შეუძლებელი არ უნდა იყოს”, – აღნიშნავს თენგო წულაძე.

კონსილიუმის წევრის თქმით, იმ სამედიცინო ჩარევების მიღება, რომლებიც ექსპრეზიდენტს ესაჭიროება, საქართველოში შესაძლებელია. როგორც წულაძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის აპარატი დეკემბრიდან საუბრობს ფქსიქოთერაპიული მკურნალობის საჭიროებაზე, თუმცა, ეს რეკომენდაცია დღემდე შეუსრულებელი რჩება.

“ვინც იცნობს დეპრესიას, მნიშვნელოვანი დაავადებაა, ის ზრდის სიკვდილიანობას, სუიციდურ ფიქრებს, იწვევს სხვადასხვა დაავადებას. დამატებითი კვლევის სახით, ანტირეზონანსული ტომოგრამა უნდა იყოს ჩატარებული, ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა მონიტორირება ნევროლოგის მიერ და დამატებითი კვლევების ჩატარება დაავადების პროგრესირების შემთხვევაში. ეს მკურნალობა, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩარევა არ მოხდება, პოსტსტრესული აშლილობა და დეპრესიაც შეიძლება გაღრმავდეს. “, – ამბობს კონსილიუმის წევრი.

 

იტვირთბა....