aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამია: სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი მძიმეა – მოვითხოვთ საექსპერტო კვლევას

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საექსპერტო კვლევის დანიშვნას მოითხოვენ, რომლის ფარგლებშიც, ექსპრეზიდენტს სრული სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, აუცილებელია არამხოლოდ ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, არამედ, ნევროლოგიური გამოკვლევაც.

“მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“.

გვარამიას თქმით, მათი მოთხოვნაა, კვლევაში როგორც სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, ისე, ცენტრ “ემპათიას” ექსპერტები ჩაერთონ.

“ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია და არამხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ, კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინა ექსპერტიზა, განსაკუთრებით ნევროლოგიური. ჩვენი მხრიდან ცენტრ ემპათიას ექსპერტებს დავნიშნავთ და სახელმწიფომაც დანიშნოს ექსპერტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას”, – აცხადებს გვარამია.

იტვირთბა....