aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურას მიმართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც მოითხოვენ, სააკაშვილს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

როგორც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, მათი მთავარი მიზანია, წვდომა მიეცეთ იმ კადრებზე, რომლებშიც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანა არის ასახული.

“ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც დღეს არსებობს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე – ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა, არსებობს მასალები, რომელბზეც ხელი არ მიგვიწვდება. ეს არის წამების ამსახველი მასალის მთელი მარშრუტი, ჩასმა, გადმოყვანა, გზის მარშრუტი, გზაში რა ხდებოდა და ასე შემდეგ”, – აცხადებს გვარამია.

იტვირთბა....