ახალი ამბები მთავარი

ერაყის მოქალაქე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

 

ერაყის მოქალაქე ჰაზარ ბრადუსტი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ბიზნესკორპორაცია „არბოლის”დირექტორი სამართალდამცველებმა ღამის 2 საათზე ბათუმში გააჩერეს.

როგორც ბრადუსტი ყვება, პოლიციელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შკოდას ტიპის ავტომობილში იძულებით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათი დააყოვნეს და შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ინფორმაციით, ჰაზარ ბრადუსტი საქართველოში უკვე 5 წელია ცხოვრობს და ბიზნესსაქმიანობას ეწევა. აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება. ჰყავს ქართველი მეუღლე. ბრადუსტი მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

 

იტვირთბა....