აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯეი დი ვენსი უნგრეთს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევა – Politico

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევა, – ინფორმაციას Politico აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯეი დი ვენსი უნგრეთს 7-8 აპრილს ეწვევა, რათა 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ უნგრელებს მოუწოდა, რომ არჩევნებშ მხარი ვიქტორ ორბანს დაუჭირონ.

„ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს. ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

იტვირთბა....