აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ქალაქ კაფრ-ქასიმში 5 ადამიანი დაშავდა.

ასევე, ირანის იერიშის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე ერთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ირანის თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ისრაელში სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

იტვირთბა....