პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისში არსებულ განაშენიანების სისტემას აპროტესტებენ. პარტიის განმარტებით, მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს, თუმცა ძირითად პრობლემას ოპოზიცია პროექტ პანორამა თბილისთან დაკავშირებით ხედავს.
„ვერ გავცდით ვითარებას, როდესაც ქალაქი ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების შესაბამისად. ამის ნათელი მაგალითია ქალაქში დაგეგმილი, აბსოლუტურად გაუმართლებელი, გრანდიოზული პროექტები და მათ შორის პანორამა თბილისი. ამას ყველაფერს ქალაქი მიყავს ურბანულ-ეკოლოგიურ კატასტროფამდე. პანორამა თბილისი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ეს ყველასთვის ცნობილია.“ – პარტიის ერთ-ერთი წევრმა თამარ ამაშუკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს ინტერესებს ხედავენ პანორამა თბილისის პროექტში.