ახალი ამბები მთავარი

დაკარგული მონადირეების ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ლაგოდეხის მთებში დაკარგული მონადირეების ოჯახები მათი შვილების ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ითხოვენ. ისინი ძალოვან უწყებას დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ.

როგორც დაკარგულთა ახლობლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან  აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ უწყება დაკარგულების შესახებ ინფორმაციას დროულად არ მიაწვდით, 3 სოფლის მცოვრებლები აქციებს ლაგოდეხში გამართავენ, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

გაუჩინარებულ ახალგაზრდებს მე-19-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

შეგახსენებთ, სოფელ მსხალგორიდან ოთხი მამაკაცი 28 დეკემბერს სანადიროდ მთებში წავიდა. სამი დღის შემდეგ ერთ-ერთმა სოფელში დაბრუნება შეძლო, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებდნენ.

იტვირთბა....