პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს სერიოზული ფსიქოლოგიური შემოწმება სჭირდება.
“ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა ჩემზე. გამიჩნდა განცდა, რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგახანს ვერ გამოვა იქედან. როგორც ჩანს, ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტის ექიმებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა.