ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორს ორი დღეა ეძებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას ორი დღეა ეძებენ.

„ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში. არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“. – განუცხადა „მეტრონომს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

მისივე ცნობით, პროკურორის გაუჩინარების შესახებ სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ.

იტვირთბა....