რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დიდხანს ელოდნენ დასავლეთის პასუხს მათ მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებზე, ახლა კი, რუსეთის მოთმინება ამოიწურა. ამის შესახებ ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი მოთმინება ამოიწურა. ჩვენ ძალიან მომთმენები ვართ, დიდხანს ველოდეთ, ახლა კი დროა, დავიძრათ. აი, ველოდებით, როდის გაგვცემენ კონკრეტულ პასუხს ჩვენს წინადადებაზე“, – ამბობს ლავროვი.
როგორც რუსული მედია პუტინის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, კრემლმა წარუმატებელი უწოდა აშშ-სთან და ნატოსთან მიმდინარე მოლაპარაკებების სერიას, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი ითხოვდა გარანტიას, რომ ნატოს შემადგენლობა აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.