საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 661 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 984 802 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 924 072 გამოჯანმრთელდა, 14 395 კი გარდაიცვალა.