ახალი ამბები საზოგადოება

ადამიანები არ ხართ? დადექით ჩვენს გვერდით – აფხაზეთიდან დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ადამიანები არ ხართ? დადექით ჩვენს გვერდით, – აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

დევნილებმა მსვლელობა გამართეს და გზის გადაკეტვაც სცადეს.

“ჩვენი შვილები შვილები არ არიან? დაივიწყეთ ყველაფერი და დადექით ჩვენს გვერდით. გაგვაღვიძა ხმაურმა ადამიანო, ინგრევა ყველაფერი, არაადამიანებო. როგორ ადამიანები არხართ, რომ უშველოთ ხალხს?”, – აცხადებენ ისინი.

ცნობისთვის, კორპუსები, სადაც დევნილები ცხოვრობენ ავარიული და რამდენიმე მათგანი ჩამოიშალა კიდეც.

იტვირთბა....