ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

ხოშტარია: ციხე „გატრუხდა“

ციხე „გატრუხდა“, – აღნიშნულის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნული პოსტით, პოლიტიკოსი ხაზარაძე-წერეთელი-ჯაფარიძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მაგამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე იმ მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, შესაბამისად, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გირაო განესაზღვრათ და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალათ.

 

 

იტვირთბა....