ახალი ამბები მთავარი

სასამართლომ გააუქმა ჯარიმა, რომელიც სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროს დააკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა დაასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

 

იტვირთბა....