ევროპის მასშტაბით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის, ჰენს კლუგის განცხადებით, ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, უალოესი 6-8 კირის განმავლობაში ომიკრონით ევროპის და ცენტრალური აზიის მაცხოვრებლების 50 პროცენტზე მეტის დაინფიცირებაა მოსალოდნელი.
“2022 წელს, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები კოვიდ-19-ის ძლიერი ზეწოლის ქვეშ რჩებიან. რეგიონში დელტა ვარიანტის ტალღას თან დაერთო ომიკრონის გავრცელება. ამ ტემპით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 6-8 კვირის განმავლობაში ომიკრონით რეგიონის მაცხოვრებლების 50 პროცენტზე მეტი დაინფიცირდება”, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.