[su_quote]საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს პროტოკოლი. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე დღეს გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ ერთობლივად განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.