ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამყრელიძე: ომიკრონის შემთხვევები დელტაზე მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს

[su_quote]მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ ანუ ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში თანდათან ძლიერდება. გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რაც ლაბორატორიულადაა დადასტურებული და ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან რამდენი დასტურდება ომიკრონზე და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ომიკრონზე არის 45%. უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამასთანავე, რაც პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, 951 შემთხვევაა ომიკრონის ჩვენთან დადასტურებული, აქედან 621 ადამიანია შესწავლელი, საშუალო ასაკი მათი არის 32.9. 11 შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია, მათგან 7 უკვე გაეწერა. არც ერთს არ დაჭირვებია ინტენსიური თერაპია. ძირითადად, ომიკრონის შემთხვევები დელტაზე მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს[/su_quote]

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იტვირთბა....