საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების 968 313 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 916 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 264 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 37 602 აქტიური შემთხვევაა.