ნებისმიერ დროს შეიძლება მძღოლმა ავტომობილის მართვისას ყურადღება მოადუნოს, რაც საავარიო შემთხვევების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე სახიფათო ჩვევას, რაც სტატისტიკურად უმეტეს შემთხვევაში ავტომობილის მართვისას ცუდ შედეგებს იწვევს:
1, მობილური ტელეფონის გამოყენება: მობილური ტელეფონის გამოყენება საჭესთან ყოფნის დროს ძალიან მარტივია. მობილური ტელეფონისთვის დათმობილი ყურადღების და მხედველობის სულ რაღაც 5 წამიც კი საავტომობილო ავარიის შანსს 23 პროცენტით ზრდის.
2, საჭის მართვისას, ავტომობილში ნივთების მიწვდომა-აღების სურვილი: მობილური ტელეფონი, რომელიც გვერდით სავარძელზე დევს, ბოთლი, რომელიც უკანა სავარძელზეა მოთავსებული… ჩამონათვალი უსასრულო შეიძლება იყოს. საჭის მართვის პარალელურად ავტომობილის სალონში ნივთების მოძიება-აღების მცდელობა ერთ-ერთ სახიფათო ჩვევად განიხილება. მსგავსი ქმედება მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, როცა მძღოლი ავტომობილს გააჩერებს.
3, კონკრეტული ობიექტის ძიება– თვალიერება საჭის მართვის პარალელურად: ცნობილია, რომ სარეკლამო ბილბორდები მძღოლებისთვის საკმაოდ სახიფათოა, რადგან ისინი მათ ყურადღებას იქცევენ. გზის გარდა ნებისმიერი სხვა ობიექტით/საგნით დაინტერესება მძღოლისთვის ერთ-ერთ მცდარ ჩვევად არის აღნიშნული.
4, კითხვა: ეს ჩვევა არ გულისხმობს წიგნის კითხვას, რასაც, რა თქმა უნდა, არცერთი მძღოლი საჭის მართვისას არ მიმართავს. არამედ სახიფათოა, როგორც მობილური მოკლე ტექსტური შეტყობინებების კითხვა, ასევე რადიო არხების ძებნა, შესაბამისად, კითხვა და ა.შ.
5, მაკიაჟის შესწორება საჭის მართვისას: ეს პუნქტი, რა თქმა უნდა, ქალ მძღოლებს ეხებათ. ხშირად სიჩქარის გამო ქალბატონები ავტომობილის მართვისას ცდილობდენ მაკიაჟის დაუსრულებელი შტრიხები დაასრულონ. თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობა ავტომობილის სარკის წინ, რომელსაც საჭის მართვიდან ყურადღება გადააქვს რამდენიმე წამით, შესაძლოა სახიფათო გახდეს.