აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკომისია ვარაუდობს, რომ 90-მილიარდიანი სესხის ნაწილს უკრაინას 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე გადასცემს

ევროკომისია ვარაუდობს, რომ 90-მილიარდიანი სესხის ნაწილს უკრაინას 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე გადასცემს. ევროკომისიის სპიკერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკრედიტო პაკეტიდან პირველი ტრანშის გადარიცხვა ივნისის ბოლომდე იგეგმება.

90 მილიარდი ევრო 2026-2027 წლებზეა გათვლილი. აქედან დაახლოებით 60 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, ხოლო 30 მილიარდი — უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერას.

ორბანის მთავრობის პირობებში უნგრეთი ამ კრედიტს ბლოკავდა. თუმცა, მისმა პარტიამ არჩევნები წააგო. უნგრეთის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ხელს არ შეუშლის ევროკავშირის მიერ კიევისთვის კრედიტის გადაცემას.

იტვირთბა....