გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ესპანეთი და ბელგია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების სახით ჯამში 2 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
უკრაინული მედიის ცნობით, შეთანხმებების ფარგლებში ყურადღება ძირითადად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, დრონების ტექნოლოგიის მხრივ შესაძლებლობების გაფართოებასა და შორი რადიუსის არტილერიისთვის მარაგების მიწოდების გაზრდაზე იქნება გამახვილებული.
2026 წელს ბელგია უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც მოიცავს დამატებით F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებსა და უკრაინის შეიარაღებაში უკვე მყოფი თვითმფრინავების შესანახად საჭირო სათადარიგო ნაწილებით დახმარებასაც.
თავის მხრივ, ესპანეთი 2026 წელს უკრაინას ასევე 1 მილიარდი ევროთი დაეხმარება, რაც ძირითადად ევროპისთვის უსაფრთხოების ქმედების (SAFE) მექანიზმის ფარგლებში თავდაცვის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.
გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის დისკუსიები ასევე მოიცავდა ჩეხური ინიციატივის მხარდაჭერასაც, რომლის მიზანიც უკრაინის შორი რადიუსის არტილერიით მომარაგებაა.

