ჰელსინკის უნივერსიტეტში შექმნეს მოლეკულა, რომელიც ადამიანს კორონავირუსისგან იცავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შემუშავებულ მოლეკულას შეუძლია გაანეიტრალოს კორონავირუსული ცილა და უზრუნველყოს ეფექტური მოკლევადიანი დაცვა ვირუსისგან.
მკვლევარების მონაცემებით, ახალი მოლეკულა TriSb92 კორონავირუსისგან რვა საათის განმავლობაში იცავს. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, მას შეუძლია, დაბლოკოს ცილა ვირუსული ნაწილაკების ზედაპირზე.