ახალი ამბები პოლიტიკა

მელია: პარტიის თავმჯდომარედ არჩევის დროს ვთქვი,რომ ჩემი ხედვების რეალიზების გარეშე, არ მიღირს ამ პოსტზე ყოფნა

პარტიის თავმჯდომარედ არჩევის დროს ვთქვი,რომ ჩემი ხედვების რეალიზების გარეშე, არ მიღირს ამ პოსტზე ყოფნა, – აღნიშნულის შესახებ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, გარკვეული განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია განახლება.

„რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, გარკვეული განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია განახლება, იმისათვის რომ პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რა თქმა უნდა, ცვლილებების აცილებლობა განპირობებულია, იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც ვდგავართ. მე ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი შიგთავსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც აქამდე იყო თავს ვერ ართმევდა მოვალეობა,ს ეს ასე არ არის. ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს. მათ ჩვენში იმედი და პერსპექტივა უნდა დაინახონ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დაგაჯეროთ არაფერი გვამოძრავებს გარდა ნათელი მომავლის შექმნისა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კობა ნაყოფია დაინიშნოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. გარკვეული პერიოდით მე შევითავებ თბილისის ორგანიზაციული ჯგუფის ლიდერის პოზიციას. გაგრძელდება აქტიურად პროცესები. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს რისთვის ვიბრძვით. ამ დროისთვ ჩვენ ამას წარმატებით ვერ ვაკეთებთ და ამაში დავრწმუნდი. ჩვენ გვინდა რომ ჯამი შეიცვალოს. პარტიაში მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც მანამდე შემოერთების სურვილი არ ჰქონდა და თავს იკავებდა. ამ ქვეყანაში ბევრი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ცხოვრობს და მინდა ისინი მეტად დავაინტერესოთ.

მე როდესაც ამ პარტიის თავმჯდომარედ ამირჩიეს ვთქვი, რომ თუ, მე ჩემი ხედვების რეალიზებას ვერ მოვახდენ არ მიღირს ამ პოსტზე ყოფნა. რეფორმების გარეშე აქ ყოფნის აზრს ვერ ვხედავ, ასევე ვერ ვხედავ ვერც ქვეყნის წარმატებას. წარმატებებს გისურვებთ“, – აცხადებს ნიკა მელია.

იტვირთბა....