კობა ნაყოფია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, – “მთავარი არხის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პარტიაში ერთხად მიიღეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მისი მოადგილე პეტრე ცისკარიშვილი იქნება.
საგულისხმოა, რომ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზალიკო უდუმაშვილის ნაცვლად, ნიკა მელია დაინიშნა.
პოლიტსაბჭოს სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ კი ბრიფინგია ჩანიშნული.