ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გიული ალასანია: სააკაშვილის სიმპტომები გაუარესდა, აქვს ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, თავის ტკივილი

სააკაშვილის სიმპტომები გაუარესდა, აქვს ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, თავის ტკივილი, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან ექიმის შესვლა აუცილებელია, რადგან ის ამდრომდე ნორმალურად გამოკვლეული არ არის.

„ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, რადგან ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, ვილაპარაკეთ იმ სიმპტომებზე, რომელიც ამჟამად აქვს. ყველაფერი იგივე, თუმცა გაუარესებული აქვს, ტრემორი, ხელის და ფეხის დაბუჟება, თავის ტკივილები. მთავარი თხოვნა არის, რომ ექიმები შეუშვან, რადგან ეს აუცილებელია. საააშვილი უნდა გასინჯონ, რადგან ის ნორმალურად გამოკვლეული არც არის“, – აცხადებს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ბრიფინგია ჩანიშნული.

იტვირთბა....