ახალი ამბები პოლიტიკა

ბლინკენი: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში….ეს ყველაფერი რუსეთმა ჩაიდინა

ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში….ეს ყველაფერი რუსეთმა ჩაიდინა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ინფორმაციას ამის თაობაზე სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, მომდევნო დღეებსა და კვირებში აშშ და მისი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დააყენებენ დღის წესრიგში რუსეთთან.

“მოდით, ცალსახად ვთქვათ: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა.

გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან”, –  აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

იტვირთბა....